ვერძი - ვერძებისთვის წლის დასაწყისი უკაშირდება კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორც თავისი, ასევე ხელმძღვანელობის შემდგომი გეგმების გარკვევას.ასევე ეს პერიოდი იქნება დატვირთული მეგობრებთან ურთიერთობით, სვეტური ღონისძიებებით, საინტერესო ნაცნობობით, გატაცებებით და ფლირტით.
გმართებთ სიფრთხილე: შესაძლოა დაიწყოს რომანი უკვე დაოჯახებულ პიროვნებასთან.აპრილში განსაკუთრებით აქტუალური გახდება პირადი მიმზიდველობის საკითხები, რასაც მოყვება იმიჯის, სტილის და თვითგამოხატულების სტილის ცვლილება.მაისი-ივნისი - საკმაოდ პროდუქტირული პერიოდია, ასევე ხელსაყრელია მეტერიალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.დასვენების დაგეგმვა ოპტიმალურია ივლისის მეორე ნახევრისათვის. აგვისტოს ბოლო გადაფრენებისთვის და ტრავმებისთვის საშიშია.
კურო - წლის დასაწყისი დატვირთულია ურთიერთობებით, დაგეგმარებით, წინასწარი შეთანხმებებით, მოღვაწეობის ახალი მიმართულებების მსჯელობით ან სამსახურის ძებნით სტაბილურ და ძლიერ კომპანიებში. 2009 წელს კუროებისთვის მოსალოდნელია თანამდებობრივი ზრდა, უფლება-მოვალეობების გაფართოვება, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების შეთავაზებებით, მომიჯნავე სპეციალობის ათვისების შეთავაზებები. შესაძლოა გაჩნდეს სისტემურ ცოდნასთან (მაგალითად პროგრამირება) ან უძველეს გამაჯანსაღებელ სისტემებთან (იოგა, აიურვედა) დაკავშირებული გატაცებები. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, შესაძლოა წელს შეიძინოთ თქვენზე ასაკით ან სტატუსით უფროსი, ხელისუფლებით გარშემოსილი, სახელისუფლებო სტრუქტურებთან მიახლოვებული თაყვანისმცემლები. მარტ-აპრილში შესაძლოა გამოჩნდეს ყოფილი თაყვანისმცემლები ურთიერთობის აღდგენის მცდელობით.
ტყუპები - ცვლილებებისადმი მარტივი ტყუპებმა შესაძლოა თავისთვის მოულოდნელად გამოიცვალოს სამსახური, გადავიდეს მოღვაწეობის სრულიად ახალ სფეროში. კარგი იქნებოდა ახალი განათლების მიღება. მიაქციეთ ყურადღება საინტერესო და პერსპექტიულ, რამდენიმე მეცნიერების გადამკვეთ განათლების სფეროებს. ახალი საქმეების დასაწყებად წლის დასაწყისი არ იქნება მიზანშეწონილი - უმჯობესია 2008 წელში დაუმთავრებელი საქმეებისადმი მიბრუნება, საბუთების გარშევა, მათ შორის ფინანსურის. თებერვლის შუა რიცხვებში თქვენ ჩაუყრით საფუძველს ახალ ციკლს, რომელიც განსაზღვრავს კარიერისა და ურთიერთობების განვითარებას. ამ დროს უნდა გაერკვეთ საკუთარ სურვილებსა და გეგმებში - ამოცანების დასახვის დროა. ზოგიერთ თქვენგანს შესაძლოა გამოუჩნდეთ ოჯახში ახალი ვალდებულებები, მაგალითად უფროსი ნათესავების მოვლა. სავსებით შესაძლებელია, რომ გადასაწყვეტი გახდება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები - რემონტი, მშენებლობა, ყიდვა, გაყიდვა.
მორიელი - მათი ყველა კონტაქტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ექვემდებარება მიზაშეწომილობის შეხედულებებს და ლირიკისთვის დრო პრაქტიკულად არ რჩება.2009 წლის დასაწყისში სავსებით მოსალოდნელია გართულებები პირად ცხოვრებაში - შესაძლოა თავი იჩინოს პარტნიორისადმი უყურადღებობამ. ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებულ სერიოზული გამოცდები თქვენ ფინანსური მდგომარეობას არ შეეხება, პირიქით, ის რამდენადმე გაუმჯობესდება. შესაძლო ცვლილებებისგან დაზღვევის მიზნით ძირითად სამსახურისადმი დამატების სახით მორიელებს შეუძლიათ დაიწყონ მეგობრებთან ერთად ახალი პროექტები. მარტი-აპრილი - მომავალი პროფესიული ზრდის სფეროში თქვენი მიზნებისა და ამოცანების გადახედვის დროა. შესაძლოა გახდეს აქტუალური ოჯახში დიდი ხნის გადაუწყვეტელი საკითხები, მაგალითად, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული. ნუ მიუშვებთ ყველაფერს თვითდინებით, მიუდექით საკითხს სხვა მხრიდან და აპრილის ბოლოს ამ საკითხზე მოიძებნება ოპტიმალური პასუხი.
ლომი - ლომებს შესაძლოა უკვე ეხლა თუ ფინანსური სირთულეები არა, მაშინ სახსრების დეფიციტი ჩვეულ მდგომარეობასთან შედარებით. ჩნდება ბიუჯეტის უფრო მკაცრი გაკონტროლების აუცილებლობა. პერიოდულად დადგება დაუგეგმავი დანახარჯების აუცილებლობა. განსაკუტღებული სიფრთხილე ნივთების ყიდვისას მაისში-აპრილში გმართებთ - რეტრო ვენერა ხელს არ უწყობს არჩევანის ადექვატურობას. შეფასება იმისა თუ რამდენად წარმატებული იყო შენაძენი შესაძლებებლია მაისში. პირადი ცხოვრება ლომებს-ქალბატონებს შესაძლოა არაერთი სიურპრიზი მოუტანოს. წელს ლომები უფრო მკვეთრნი და მიმზიდველნი ხდებიან მათი პოტენციური პარტნიორებისთვის. იზრდება მომხიბვლელობა და შარმი, რაც ზრდის პოზიტიური ცვლილებების შესაძლებლობას, როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში.
ქალწული - ქალწულებს ეძლევათ საშუალება უფრო გულმოდგინედ გაანაწილონ თავიანთი დრო და შესაძლებლობები, არ დაიხარჯონ წვრილმანებზე, გამოყონ მთავარი, განსაზღვრონ სამუშაო დრო, აუცილებლად დატოვონ დრო დასასვენებლად. ძალზე დიდმა დატვირთვამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები. მითუმეტეს, რომ 2009 წელში თქვენი სამსახურეობრივი მოვალეობები გაფართოვდება, ხოლო იმ საქმეთა რიცხვი, რომელიც არაა სამსახურთან კავშირში - გაიზრდება. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად ქალწულმა საჭიროა დაუთმოს ყურადღება არატრადიციული მედიცინის მეთოდებს, აუტოტრეინინგს, აღმოსავლურ პრაქტიკას - მაგალითად,იოგას, ციგუნს.პირადმა ცხოვრებამ შესაძლოა სიურპრიზები მოგიმზადოთ: სავსებით შესაძლებელია ძველი კავშირების გაწყვეტა და გამოჩნდება საკმაოდ საინტერესო ახალი ტაყვანისმცემლები. ყურადღება გმართებთ: მარტში შესაძლოა გამოჩნდეს რომელიმე ძველ თაყვანისმცემელთაგანი და შემოგთავაზოთ ურთიერთობის აღდგენა. მოვლენათა ასეთი განვითარება სერიოზულად არ უნდა აღიქვათ.
სასწორი - სასწორებისთვის 2009 წელი წარმატებულია შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოსამჟღავნებლად. არტ-თერაპიამ, როგორც ფსიქოლოგიური პრობლემების გადაწყვეტამ, შესაძლოა მოიტანოს უეცარი და ცხადი შედეგები. შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლებმა შესაძლოა გამოაცხადონ თავიანთი თავი ნიჭიერ და ორიგინალურ ადამიანად. თუნდაც იმ შემთხვევაში თუ თქვენი მოღვაწეობა არ არის დაკავშირებული ხელოვნებასთან, თვითგამოხატულების საშუალებების არსენალის გაზრდით და მათი ფართო საზოგადოებისადმი დემონსტრირებით, თქვენ შესაძლოა მიიღოთ მოულოდნელი პოზიტიური რეაქცია. ნუ შიშობთ შემოქმედებითი შესაძლებლობების გამომჟღავნებას!2009 წელს პირადი ცხოვრება გაგათამამებთ მრავალფეროვნებით და კაშკაშა მომენტებით. წლის მეორე ნახევრიდან მიმდინარე ურთიერთობებში არასასურველი სიტუაციის ძირეულად შეცვლის ან ახალი სერიოზული რომანის დაწყების შანსი გაიზრდება.
ღრიანკალი - 2009 წელს ღრიანკალებს ეძლევად არაჩვეულებრივი საშუალება თავიანთი საცხოვრებელი პრობლემების გადაწყვეტის. ეს შესაძლოა იყოს უძრავი ქონების რემონტი, გაცვლა, გადასვლა, ყიდვა-გაყიდვა, საკუთარი, ნათესავებისგან განცალკევებული საცხოვრებელი ფართის შეძენა. გამონაკლისი არაა ოჯახის გაფართოვება - ბავშვის დაბადება ან რომელიმე ოჯახის წევრის დაოჯახება. ურთიერთობის ინტენსივობის შემცირებით მოკვეთავთ რომელიღაც ფუჭე კავშირებს და გვერდით მხოლოდ საუკეთესო მეგობრები დაიტოვოთ.გაჩნდება პროფესიული ზრდის მიმართულებით მომავალ პერსპექტივებთან ჩამოყალიბების, ასევე დამატებითი განათლების ან კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობა.ივნისის მეორე ნახევარი შესაძლოა იყოს პროდუქტიული შენი საზოგადოებასთან ურთიერთობის პროდუქტიულობის მხრივ. შესაძლოა გაფორმდეს პერსპექტიული ხელშეკრულებები. ხელსაყრელი დროა ახალი რომანის წამოსაწყებად.
მშვილდოსანი - 2009 წელს მშვილდოსნისთვის აქტუალურია გამონათქვამი ”ვინც ფლობს ინფორმაციას - ფლობს მსოფლიოს”. წელიწადი იქნება მდიდარი მოგზაურობებით, ახალი ნაცნობობით, ურთიერთობით, ინფორმაციის შეგროვებით და გაცემით. ამ პერიოდმა შესაძლოა მოიტანოს როგორც დაწინაურება სამსახურეობრივ ასპექტში, ასევე შეზღუდვები კარიერული ზრდის მხრივ. ნებისმიერ შემთხვევაში მშვილდოსნების წინ დგება საკუთარი ზრდის და საკუთარი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად პასუხისმგებლობის გაძლიერების აუცილებლობა. პირადი ურთიერთობები დროდადრო გამოიცდება გამძლეობაზე. ახალი ნაცნობობა შესაძლოა მოგეჩვენოთ უფრო მიმზიდველად, გამოჩნდება შესაძლებლობა ძველსა და ახალს შორის არჩევანის გაკეთების. ვალდებულებებისგან თავისუფალთ და პარტნიორის ძიებაში მყოფთ შესაძლოა გამოუჩნდეს სერიოზული ურთიერთობა. სავსებით შესაძლებელია ქორწინება.
თხის რქა - 2009 წელს მერწყულებს ეზრდება დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა. ეს შესაძლოა იყოს სამუშაო, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს მთავარ სპეციალობასთან - მაგალითად, ჰობი. თუ არის სამსახურის შეცვლის ვარაუდი, მაშინ უპირატესობა უნდა მიენიჭოს უახლეს, განვითარებად დარგებს. გამოცდას გამძლეობასა და სტრესმედეგობაზე შეუძლია შეგიქმნათ ჯანმრთელობის პრობლემები. შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს კურორტებსა და სანატორიუმებში გამგზავრება, დაძაბულობის მოხსნისა და მოშვების სხვადასხვა ტექნიკის დაუფლება. პირად ცხოვრებაში შესაძლოა სასიხარულო მომენტები. შესაძლოა დასრულდეს ის ურთიერთობები, რომელმაც ამოწურა თავისი თავი, ასევე დაიწყოს ახალი, დიდი იმედის მომცემი რომანი.
მერწყული - მერწყულთათვის 2009 წლის დასაწყისი - საკმაოდ დინამიური პერიოდია, რომელიც მოითხოვს პირად ძალღონას და სწრაფ რეაგირებას. საჭიროა დიდი ყურადღებით მოეპყრათ თებერვლის მოვლენებს. ამ დროს მიმდინარეობს განვითარების რამდენიმე ციკლის საფუძვლის ჩაყრა. მომავალი მოვლენების ხასიათის დადგენას განსაზღვრავს თებერვლის მზის და მთვარის დაბნელება. გასაგები გახდება რისკენ ჯობია მისწრაფება და რისი დათმობაა შესაძლებელი. პროფესიულ ზრდას და ფინანსურ კეთილდღეობას საფუძველი ჩაეყრება ორწლიანი ციკლით მარსი-იუპიტერი (17 თებერვალი). რაც უფრო პოზიტიურად გადაწყვეტთ რთულ სიტუაციებს, რომლებიც წარმოიშვება ამ პერიოდში, მით ნაკლებად პრობლემური იქნება მომავალი. აღებულ ფინანსურ ვალდებულებებს აქვს დიდ დროზე გაწელვის დიდი შანსი. თუ გაქვთ პრობლემები პირად ცხოვრებაში, დაელოდეთ ივლისი მზის დაბნელებას. მის შემდეგ სიძნელეები ნელ-ნელა უნდა გაიფანტოს.
თევზები - ინდივიდუალურ შემოქმედებასთან დაკავშირებულ 2009 წლის ყველა პროექტს აქვს წარმატების ყველა შანსი. თუ თქვენ დიდი ხანია გსურთ დაწეროთ რომენი, სურათი, სცენარი, არ უთხრათ თქვენ თავს უარი. თუ არა მაშინვე, მაშინ ორ წელიწადში თქვენი შრომა ღირსეულად დაფასდება. პირად ურთიერთობებში შეინიშნება გარკვეული დამუხრუჭება. თუ არსებობს მყარი კავშირი, მისი განვითარება მიდის უფრო ნელა, ვიდრე არის ამის სურვილი. ქორწინების რეგისტრაცია შესაძლოა გადაიდოს თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით. ამან არ აგაღელვოთ.თუ არ გაქვთ მდგრადი კავშირი, მაშინ 2009 წელს თქვენ გაგიმართლებთ გაცნობაში მიწერ-მოწერით. მიაქციეთ ყურადღება უცხოელ საქმროებს.
Elen.ge










ყოფილი ამორალი, აღმოჩნდა მეცნიერებათა დოქტორი. 






კომენტარები
მე ვფიქრობ არ გწამთ ჰოროსკოპის?… ციტირება