განახლდა:02:24:27 PM GMT

>>> სტილი ცხოვრების სტილი ქალებისათვის შემოსავლიანი პროფესიები
ბანერი

ქალებისათვის შემოსავლიანი პროფესიები

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 2010 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ჟურნალმა ფორბსმა შეადგინა ქალებისათვის ყველაზე შემოსავლიანი პროფესიების რეიტინგი. იმისათვის რომ ბევრი გამოიმუშავონ, მშევენიერი სქესის წარმომადგენლებმა უნდა დაივიწყონ ცრუ რწმენები.

ბოლო ასეწლეულში კაცობრიობის მშვენიერმა წარმომადგენლებმა შორს გადააბიჯეს მამაკაცებთან თანასწორობის მიღწევის საქმეში. ეხლა ქალები შრომობენ მამაკაცების ტოლფასად და ოჯახის ბიუჯეტში შეაქვთ საკმაოდ დიდი წვლილი. ეხლა რაღა სურთ მათ? რა თქმა უნდა უფრო მეტის გამომუშავება! თავისი შემოსავლების გაზრდის მსურველი ქალბატონების თანადგომის მიზნით, ჟურნალმა Forbes-მა შეადგინა ქალებისათვის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფროფესიების სია, რომელშიც აშკარად იკითხება, რომ ფრაზა "ქალის საქმე არაა" წარსულს ჩაბარდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამჟამად მანდილოსნების ხელფასები შეადგენს მამაკაცების ხელფასების 80%, თუმცაღა ეს სხვაობა სწრაფად მცირდება. ჯერჯერობით მომსახურების სფეროში დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები ძირითადად კვლავ ქალბატონებს უკავიათ. მაგალითისათვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქიმწმენდენის თანამშრომელი ქალები კვირის განმავლობაში გამოიმუშავებენ 362 აშშ დოლარს, მიმტანები - 363 აშშ დოლარს, ძიძები - 364 აშშ დოლარს, დამლაგებლები - 371 აშშ დოლარს. თუმცაღა ზოგიერთ სავსებით მომგებიან პროფესიებში ქალბატონებმა შესძლეს სახელფასო პარიტეტს მიღწევა მამაკაცებთან და სულ უფრო დიდ "მწვერვალებს" იპყრობენ. ეხლა კი გადავხედოთ მანდილოსნებისათვის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაოების ნუსხას:

  1. აღმასრულებელი დირექტორი. გასაკვირიც არაა რომ სიის სათავეში სწორედ ეს პროფესია მოექცა. საშუალოდ კვირის გამომუშავება 1553 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო წლიური შემოსავალი ~ 81'000 აშშ დოლარია. ამ პროფესიით დაკავებულია ქალების მხოლოდ 24% და მათი გამომუშავება შეადგენს მამაკაცების შემოსავლების 75%;
  2. ფარმაცევტი. გასულ წელს ეს პროფესია რეიტინგული სიის თავში იყო. ლოდერობის დათმობის მიუხედავად, სააფთიაქო კარიერას მანდილოსნებისთვის კვლავ მაღალი შემოსავალი შემოაქვს; ფარმაცევტი ქალები ყოველკვირეულად საშუალოდ 1475 აშშ დოლარს გამოიმუშავებენ (მამაკაცი კოლეგების შემოსავლებზე 1/4 ნაკლებს), რაც წლიურად საშუალოდ 76'500 აშშ დოლარის ტოლია. ამავდროულად ამ პროფესიაში ქალების წილი 43%-ს შეადგენს;
  3. ადვოკატი. იურისტის პროფესია ტრადიცულად მომგებიანად ითვლება. ქალი ადვოკატები აშშ-ში ყოველკვირეულად საშუალოდ 1449 აშშ დოლარს, ხოლო წლიურად 75'500 აშშ დოლარს გამოიმუშავებენ, ამასთან ქალების წილი ამ პროფესიაში მხოლოდ 37%-ია, ხოლო შემოსავლების დონე კვლავ, მამაკაცების შემოსავლების 25%-ია;
  4. სისტემური ადმინისტრატორი. ამ პროფესიით მანდილოსნების მხოლოდ 28%-ია დაკავებული, ხოლო შემოსავლები მამაკაცების შემოსავლების მხოლოდ 21%-ია და ყოველკვირეულად შეადგენს 1411 აშშ დოლარს, რაც ყოველწლიურად საშუალოდ 73'500 აშშ დოლარია;
  5. პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებლებს შორის ქალები 21%-ზე ნაკლებია, სამაგიეროდ ხელფასი მამაკაცთა გამომუშავების 85%-ს შეადგენს. ისინი საშუალოდ კვირაში 1311 აშშ დოლარს, ხოლო წლიურად 68'000 აშშ დოლარს გამოიმუშავებენ;
  6. თერაპევტები და ქირუგები. საშუალოსტატისტიკურად აშშ-ში ქალი-ექიმი კვირაში 1228 აშშ დოლარს გამოიმუშავებს, ხოლო მისი საშუალო წლიური შემოსავალი, რომელიც მამაკაცების წილის 36%-ია, 64'000 აშშ დოლარს შეადგენს; ამ პროფესიით დასაქმებული ქალების რაოდენობა, მამაკაცთა რაოდენობის 34%-ია;
  7. პროგრამისტი. ამ პროფესიაში მშვენიერი სქესის წარმომადგენლები კვირაში საშუალოდ 1182 აშშ დოლარს გამოიმუშავებენ (წელიწადში $61'500). ქალების წილი პროგრამისტებს შორის არც ისე დიდია (21%), ხოლო ხელფასი კი მამაკავების ხელფასის მხოლო 7%-მდეა;
  8. მმართველობითი სპეროს ანალიტიკოსი. ორგანიზაციებისათვის კორპორაციული სტრუქტურის გაუმჯობესებასა და მოგების გაზრდაში მანდილოსნები საშუალოდ კვირის მანძილზე გამოიმუშავებენ $1177, ხოლო წლის მანძილზე $61'000. ამ პროფესიაში ჩართული მანდილოსნების რიცხვი 47%-ია, ხოლო მათი ხელფასი მამაკაცების ხელფასის 86%-ს შეადგენს;
  9. გამოთვლითი მანქანებისა და სისტემების თეორიის და ასევე სისტემური ანალიზის სფეროს სპეციალისტი. ეს ქალის საქმეა? და კიდევ როგორი! აღმოჩნდა, რომ ქალების წილი ამ პროფესიაში 28%-ს შეადგენს, ხოლო ხელფასები ვერ წვდება მამაკაცების ხელფასის 8%-ს (კვირაში $1167, ხოლო წელიწადში $60'000);
  10. ერგოთერაპევტი - ეს ერთადერთი მაღალანაზღაურებადი პროფესიაა, რომელშიც შრომობს უფრო მეტი ქალი, ვიდრე მამაკაცი. ინვალიდებთან მომუშავე სპეციალისტები კვირაში გამოიმუშავებენ $1155, ხოლო წლიურად საშუალოდ $60'000. ქალების წილი ამ პროფესიაში აღწევს 82%-ს, ხოლო ხელფასები უტოლდება მამაკაცებისას.
Forbes
Share

კომენტარები 

0 # სიუზი 2011-10-13 17:52  
მე არასწორად ავირჩიე პროფესია და ეხლა საშინლად ვნანობ :((( ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი