განახლდა:02:24:27 PM GMT

>>> სტილი ცხოვრების სტილი ლარი კინგი გადაცემას ხურავს
ბანერი

ლარი კინგი გადაცემას ხურავს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 587 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ამერიკული ტელევიზიის ვეტერანი ლარი კინგი გადაცემას ხურავს. მას შემდეგ, რაც კინგის გადაცემის რეიტინგი დაეცა, 76 წლის ტელეწამყვანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ განზარხული აქვს, გადაცემის კეთება მიატოვოს და მეტი დრო ოჯახს დაუთმოს.

ცნობილი ხდება, რომ წლის დასაწყისში მის რიგით მეშვიდე ქორწინება საფრთხე დაემუქრა და გადაწყვიტა, ცოლს გაეყაროს. მართალია, ამის შემდეგ კინგი და მისი მეუღლე შერიგდნენ, მაგრამ მათ ბედის მეტი გამოცდა აღარ სურთ.

თავის ბლოგში ლარი კინგმა დაწერა, რომ CNN-მა პროგრამის დახურვის სურვილთან მიმართებაში შემხვედრი ნაბიჯი გადადგა. იგი დარჩება CNN-ის ოჯახის წევრი და საერთაშორისო მოვლენებზე სპეციალურ პროგრამებს წაიყვანს.

"ცხოვრების ეს თავი დასრულებულია და უკვე ველოდები, თუ რას მომიტანს შემდეგი თავი" - აცხადებს ლეგენდარული ტელეწამყვანი.

ხანგძლივი კარიერის განმავლობაში ლარი კინგს ფორდიდან დაწყებული აშშ-ს ყველა პრეზიტენდისგან აქვს აღებული ინტერვიუ. მისი ამასწინდელი სტუმარები იყვნენ ბილ გეიტსი და მომღერალი ლედი გაგა. მიუხედავად ამისა, რეიტინგებისთვის ბრძოლაში კინგმა ისეთი ძლიერი კონკურენტებისგან ჩამორჩენა დაიწყო, როგორებიც არიან რეიჩელ მედოუ და შონ ხენიტი.

New York Times-ის კორესპონდენტმა დევიდ კარმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დროა, CNN-მა ვეტერან ლარი კინგს ღირსეული შემცვლელის ძებნა დაიწყოს. "რაც უფრო ლეგენდარულია პიროვნება, მეტად უჭირს თამაშიდან გამოსვლა", - აღნიშნავდა ლარი კონგის კრიტიკოსი დევიდ კარი.

ლარი კინგმა 25 წლის განმავლობაში 40 ათასი ინტერვიუ მოამზადა. მისი შოუ გინესის წინგში პროგრამის ხანგრძლივობისა და იმის გამო მოხვდა, რომ გადაცემა ყოველ დღე ერთი და იმავე დროს გადიოდა ეთერში.

გადაცემის დახურვა შემოდგომისთვის არის მოსალოდნელი.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"

 

Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი