განახლდა:02:24:27 PM GMT

>>> სტილი თქვენ და ოჯახი ოჯახური ძალადობა საქართველოში
ბანერი

ოჯახური ძალადობა საქართველოში

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 7887 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. თუმცა, ეს ქართული საზოგადოებისათვის ტაბუირებული თემაა. მენტალიტეტის გამო იშვიათად ხდება მისი გამჟღავნება.

ოჯახური ძალადობა გენდერული ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელსაც ოჯახის რომელიმე წევრი სხვა წევრებზე ახორციელებს. იგი არის განმეორებადი, ხშირი სექსუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა, რომელიც მოძალადის მიერ სხვაზე კონტროლსა და ძალაუფლების მოპოვებას გულისხმობს.

საქართველოში არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, საკონსულტაციო ცენტრები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლს ეხმარებიან, თუმცა, ძალიან ცო ტაა ისეთი ადამიანი, ვინც თავის პრობლემას ამხელს და კონსულტაციისათვის ამგვარ დაწესებულებას მიმართავს.

არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ”საფარი”, რომლის დირექტორი, ნატო ზაზაშვილი ამბობს, რომ ისინი ძალადობის მსხვერპლს უფასოდ ეხმარებიან საკუთარი თავის შეცნობაში, სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და პრობლემის გადაჭრაში.

”როცა ჩვენთან მოდის კლიენტი, მასთან ვატარებთ ინტერვიუს, რის შემდეგაც ვადგენთ ინდივიდუალურ გეგმას, იმაზე თუ რა სჭირდება კონკრეტულად ამ ადამიანს. მნიშნელოვანია ის, რომ ჩვენ ადამიანის გადაწყვეტილების მიღებაში არ ვერევით, ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით დასვენებაში, განტვირთვაში და იმაში, რომ დაინახოს არჩევანის გაკეთებისას ალტერნატივები. ყველა ადამიანმა გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს”, - აღნიშნა ნატო ზაზაშვილმა.

ისინი ყველაფრით ეხმარებიან მსხვერპლს, ვინც იურიდიულ დახმარებას საჭიროებს, აგზავნიან შესაბამის დაწესებულებაში. ეს იმიტომ, რომ ბევრი მსხვერპლი ვერ ბედავს სასამართლოს მიმართოს, ან უბრალოდ არ იცის, რომ არსებობს კანონი, რომელიც მას მოძალადისგან დაიცავს.

ძალადობა უმეტესწილად ღარიბ ოჯახებში იჩენს თავს, რასაც ალკოჰოლიზმი და ნარკომანიაც უწყობს ხელს. მშობლების დავა და ერთმანეთის ფიზიკური შეურაცხყოფა ბავშვის ფსიქოლოგიაზეც აისახება. მას თავისი აგრესია დედმამიშვილზე, ცხოველზე ან თანატოლ მეგობარზე გადააქვს.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა შესახებ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, ხშირ შემთხვევაში, ქალები და ბავშვები არიან, ხოლო მოძალადეები - მამაკაცები. თუმცა, როგორც ქალბატონი ნატო ამბობს, ოჯახური ძალადობის ობიექტი შეიძლება ხანდაზმული მშობელი ან მამაკაციც გახდეს:

”თითქმის ყველა მოძალადე მსხვერპლიც არის ამავედროს, და თითქმის ყველა მსხვერპლი მოძალადეა. ვთქვათ, მამაკაცი ძალადობს ცოლზე, ცოლი შემდეგ ბავშვზე იძალადებს, ბავშვი კიდევ უმცროს დედმამიშვილზე, ან თუ არ ჰყავს, ცხოველზე ან თანატოლზე.

მსხვერპლი მამაკაცები უფრო ხშირად მოხუცები არიან. არამოხუც მამაკაცებზე თუ ვილაპარაკებთ, სახეზე გვაქვს ფსიქოლოგიური ძალადობა ქალის მხრიდან, მაგალითად არიან ქალები, რომლებიც ქმრებს წაუძახებენ, რომ არაფრის მაქნისი არა ხარ და ა.შ.”

ფსიქოლოგი ლელა მურუსიძე ამბობს, რომ ძალადობამ შესაძლოა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გარდა, ფიზიკურ ჯანმრთელობასაც ავნოს:

”ფსიქოლოგიური აშლილობების გარდა, მსხვერპლს შესაძლოა სომატური დაავადებებიც დაემართოს. მაგალითად, კუჭის დაავადება, ასევე, კანის დაავადება, ნერვული აშლილობები და ძილის დარღვევა. ამას გარდა, მათ ეკარგებათ საკუთარი თავის თვითშეფასება. მათი მე-კონცეფცია არის უარყოფითი”.

მსხვერპლთა კონსულტაციაზე, ქალთა საკონსულტაციო ცენტრი - ”სახლიც” - მუშაობს, რომელიც უცხოურ გრანტებს იღებს. ცენტრის წარმომადგენელი ნანა ხოშტარია ამბობს, რომ ”სახლი” ძირითადად დევნილებს და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ძალადობის მსხვერპლს ეხმარება.

როგორც რეაბილიტაციის ცენტრ ”სახლში”, ასევე, საფარშიც წელიწადში დაახლოებით 200-დან 250-მდე ადამიანი რეკავს და მიდის დახმარების სათხოვნელად. რა თქმა უნდა, მათი უმეტესობა ქალია, თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მამაკაცებიც მიდიან.

”იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ოჯახი დანგრევის პირას იყო და კაცის ინიციატივით დაიწყეს პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა. მან მოიყვანა თავისი ცოლი და ფსიქოლოგის დახმარებით ურთიერთობა დარეგულირდა”, - ამბობს ნანა ხოშტარია.

ძალადობის მსხვერპლს შეუძლია სახალხო დამცველსაც მიმართოს, ომბუცმენის აპარატში დაახლოებით ერთი თვეა, რაც შეიქმნა ქალთა და ბავშვთა უფლებების ცენტრი, რომლის ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ მათი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ქალთა უფლებების დაცვაა.

”როდესაც მოდის ხოლმე მსხვერპლი, ჩვენ ვუწევთ კონსულტაციას უფლებებზე, თუ მას სჭირდება თავშესაფარი, ვაგზავნით სარეაბილიტაციო ცენტრებში. ჩვენ ვზრუნავთ იმისათვის, რათა დაცული იყოს ქალთა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებები”, - აღნიშნა ანა არგანაშვილმა.

საქართველოში კანონი ”ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” 2006 წელს მიიღეს. ქართული კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილების მექანიზმებსაც ითვალისწინებს. თუმცა, ეს კანონი ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს იცავს კანონი.

ფორუმზე განხილვა  >>>

Share

კომენტარები 

0 # ლულუ 2012-01-19 15:52  
დიდი მადლობა, გაიხარე.
პ.ს. ნათლისღებას გილოცავთ ყველას!
ციტირება
 
0 # Master 2012-01-18 18:01  
ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციები ტელ: 247 75 28, 245 45 33, 237 69 50, 293 59 38; (593) 94 98 43…(599) 60 78 77; (595) 76 74 35. ციტირება
 
0 # მ.დ. 2012-01-17 05:02  
აქ არის პრობლემა ინფორმაციის. ხალხი არ არის ინფორმირებული. ამ ტექსტსჰი წერია გაიხსნა ეს და ის მაგრამ კონკრეტული არაფერია!
4 დგის უკან მოგწერეთ, თქვენ კი დუმხართ. ესეც თქვენი ჯურნალისტობა! არ გეწყინოთ!!!
ციტირება
 
0 # ლულუ 2012-01-14 16:07  
მე ბათუმიდან გაწუხებთ ციტირება
 
0 # მ.დ. 2012-01-14 15:59  
აქ წერია: „საქართველოში არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, საკონსულტაციო ცენტრები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლს ეხმარებიან, თუმცა, ძალიან ცო ტაა ისეთი ადამიანი, ვინც თავის პრობლემას ამხელს და კონსულტაციისათვ ის ამგვარ დაწესებულებას მიმართავს. არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ”საფარი”…
მისამართიც შეგვატყობინეთ გთხოვთ. (მ.დ. და ლულუ, ორივე მე ვარ)
ციტირება
 
0 # ლულუ 2012-01-14 15:53  
ისევ განმეორდა და დაურეკე…(ძალიან ცუდად გავხდი, ისინი რო დავინახე, თითქოს ცა ჩამომექცა, რადგან ძმაა და ვინერვიულე მაგიტომ!!!) მაგრამ დაკიტხეს მხოლოდ ის, დედა ესწრებოდა. შემდეგ მე გამოვედი და აღელვებულმა ხელი მოვაწერე რაგაც მათ ნაწერს რაც არ წამიკითხავს. მეტი რამე რეაგირება არ მოუხდენიათ! იქეთა კვირას წავალ და გავიგებ თუ რა საჩივარს მოვაწერე ხელი!
ეხლაც ისევ ჩალურჯებული მაქვს ლოყა, მარცხენა ხელი..! მუცელში იმდენჯერ მირტყა რო კუჭი დამიავადდა! დედაჩემი დგებოდა ჩვენს შუაში თორე ნამდვილად შემოვაკვდებოდი! !! …!!!!!!!! !
გთხოვთ მომწეროთ თუ არსებობს და სად მდებარეობს
ციტირება
 
0 # მ.დ. 2012-01-14 15:52  
მე ჩემს ძმას ბევრი ვუთმინე. ის ჩემზე 10 წლით უფროსია. ცინიკოსია უმაღლესი დონის. შეურაცყოფას მაყენებდა ყოველთვის და მუშტებით მისწორდებოდა, დედა კი ყოველთვის შუაში დგებოდა!…! იყო ერთი შემთხვევა როცა ნერვები მოვთოკე და თბილად შევეკით: მე ხომ შენი და ვარ რატომ მკადრებ ასეთ სიტყვებს? მან მიპასუხა: ვერ გიტან, აი პროსტა ვერ გიტან! გააჯ… და მოაყოლა მრე ისევ სართულები. მე როგორც ყოველტვის ისევ ტირილი ამივარდა! მამა როცა ცოცხალი იყო არანაირ ხერხს არ მივმართავდი. პლუს როცა დაოჯახდა ძმიშვილების გამო ვუთმენდი! მამა როცა გარდამეცვალა, ისევ ხელიტ სჰემეხო. მე გავაფრტხილე, პოლიციაში დავრეკავ. ციტირება
 
0 # მანანა 2012-01-13 16:46  
თქვენი ტელეფონის ნომერი გვესაჩიროვება.ქუთაისის და თბილისის ციტირება
 
0 # ლულუ 2012-01-13 00:05  
გთხოვთ შემეხმიანოთ, მომწეროთ თუ არსებობს ბათუმში რაიმე ორგანიზაცია ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული, ან მიახლოებული, არის საერთოდ ვინმე დამცველი?! მე მხოლობ პატრული მეგულება მაგრამ ისიც ვერაფერს ახერხბს!!! ციტირება
 
+1 # ეთო 2011-11-14 22:48  
http://luckychild.wordpress.com/ ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი