განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> სტილი თქვენ და ოჯახი ლონდონში დღეს სამეფო ქორწილია
ბანერი

ლონდონში დღეს სამეფო ქორწილია

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 821 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ლონდონში დღეს დიდ ბრიტანეთის პრინც უილიამის და ქეით მიდელტონის საქორწინო ცერემონია გაიმართება . ქორწილში 1900 სტუმარია დაპატიჟებული. საქორწინო ცერემონია ადგილობრივი დროით 08:15 საათზე დაიწყება, რომლის ყურებაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იქნება შესაძლებელი.

გავრცელებული ცნობით, საქორწინო ცერემონიის უსაფრთხოებას ხუთი ათასი პოლიციელი დაიცავს. როგორც უცხოური მედია წერს, ყველაზე მეტად ბრიტანეთის ხელისუფლება საქორწინო ცერემონიის უსაფრთხოებით არის დაკავებული.

დიდი და მცირე "უსიამოვნებების" მოწყობის შესახებ მუქარა დიდ ბრიტანეთში ყოველდღიურად ვრცელდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს 6 ადამიანი, რომლებიც ცოტა ხნის წინ ინგლისში მომხდარ არეულობას ხელმძღვანელობდნენ. გამოცემა "თაიმის" ცნობით, აღნიშნული პირები ქორწილის დღეს პიკეტის და ძალადობის განხორციელებას აპირებდნენ.

"სკოტლანდ იარდის" კომისრის მოადგილე ლინი ოუენსის მტკიცებით, ამ დროისთვის არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ქორწილის დღეს ტერაქტი ან სხვა ძალადობის აქტია მოსალოდნელი, არ არსებობს. თუმცა, მან არ გამორიცხა, რომ ადამიანთა ცალკეული ჯგუფები ან პირები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას შეეცდებიან.

Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი