განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> მსოფლიო ამერიკა და სად არიან ამერიკელები?
ბანერი

და სად არიან ამერიკელები?

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 472 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ამერიკის ბიუჯეტი კრიზისშია ეგრედწოდებული საკომპენსაციო ხარჯების გამო. ეს სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებია, რომელსაც, ადამიანების აზრით, ისინი დამსახურებულად იღებენ. მის მიმართ დამოკიდებულება ძირითადად ასეთია: მერე რა რომ, ბიძია სემი კოტრდება? მე ხომ გადავიხდე სოციალური დაზღვევისა და სამედიცინო და ყველა სხვა დანარჩენი მომსახურების ფული სიბერისთვის!

ამერიკის მოკავშირეებს, მეგობრებს და უბრალოდ ახლადშეძენილ ნაცნობებსაც კი ხშირად მიაჩნიათ, რომ აშშ-სგან დაცვის გარანტიები ეკუთვნით და შეიძლება ომიც კი აშშ-ს მონაწილეობით. ამერიკული დახმარების უფლებაზე ასეთი რწმენა განსაკუთრებით სწრაფად ისეთ ადამიანებს უმძაფრდებად, რომლებსაც ხშირად არანაირი კავშირი აშშ-სთან არ აქვთ და ამერიკის მხრიდან დაცვის სანაცვლოდ არაფერი გაუღიათ. დღეს ლიბიელი აჯანყებულები ნატოს მხარდაჭერაზე მადლიერებას არ გამოთქვამენ და მხოლოდ ბრაზობენ იმაზე, რომ დახმარება, რომელიც მათ აღმოუჩინეს, არასაკმარისია.

დაცვის უფლებაზე ასეთი წარმოდგენები დიდი ხნის წინ გაჩნდა. ყველაზე თვალსაჩინოდ ეს ვაშინგტონის ცივი ომის პერიოდის ევროპელ და აზიელ მოკავშირეებში ვლინდება.

საბჭოთა კავშირი დაინგრა, ვარშავის ხელშეკრულება დაიშალა, ხოლო მოსკოვის ძალაუფლება და ამბიციები შემცირდა. შემდეგ დაიწყო ევროკავშირის გაფართოვება, რომელსაც დღეს ამერიკაზე მძლავრი ეკონომიკა და დიდი მოსახლეობა ჰყავს. თუმცა, ევროპელებს ძველებურად იმის იმედი აქვთ, რომ ამერიკის არმია მუდმივ მზადყოფნაში იქნება დაიცვას მათი სტაბილურობა და იხსნას ისინი უხილავი საფრთხეებისგან. ამ მხრივ ყველაზე მომთხოვნი აღმოსავლეთ ევროპაა. ამ რეგიონის ქვეყნებს კომუნისტური ტირანიისგან გათავისუფლების შემდეგ მიაჩნიათ, რომ ამერიკელი ხალხი ვალდებულია დაიცვას ის ქვეყნები, რომლებიც რამდენიმე ათეული წლის წინ საბჭოთა სატელიტები და სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკებიც კი იყვნენ.

როგორც ჩანს ყველაზე ექსტრემალური მაგალითი საქართველოა, რომელიც ფიქრობს, რომ შეუძლია ომები დაიწყოს იმაზე გათვლით, რომ შეერთებული შტატები მას ბირთვული რუსეთისგან დაიცავს. როდესაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის არმია საქართველოს ჯარს ანადგურებდა, გაქცეული ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა ერთხმად კითხულობდა: „სად არიან ამერიკელები?“ როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, რომ 101 დივიზიის სადესანტო ნაწილები ციდან დააფრინდებოდნენ რუსულ ურდოებს და გაანადგურებდნენ მათ.

როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ასეთი დახმარების ფასი გადახდილი ჰქონდა. სააკაშვილის რეჟიმმა თითქმის 1 მილიონი დოლარი დახარჯა ლობისტებზე, ასევე ქართული არმია ავღანეთში და ერაყში გააგზავნა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელსაც მართალია გაუკვირდა ის, რომ ამერიკის არმია საქართველოში არ გამოჩნდა რუსული ინტერვენციის შესაჩერებლად, მაგრამ თავის თანამემამულეებს მაინც უთხრა, რომ ისინი „დაინახავენ, როგორ შემოდიან ქართულ პორტებში აშშ-ს ხომალდები“, ხოლო ამერიკელი სამხედროები გააკონტროლებენ საქართველოს აეროპორტების და პორტებს და დაიცავენ მათ რუსებისგან.

ომის შემდეგ მან ამერიკელებს ქვეყნის ხელახლა შეირაღება მოსთხოვა. სააკაშვილი დღემდე იმდოვნებს საქართველოს ნატოში შეყვანას, რისი წყალობითაც თბილისი ამერიკულ დაცვაზე ისეთივე ოფიციალურ გარანტიებს მიიღებს, როგორც სხვის კმყოფაზე მყოფი დანარჩენი ალიანსელები.

დაცვის გარანტირებულ უფლებაზე ასეთივე განცდა არსებობს აღმოსავლეთ აზიაშიც. ამერიკულ არმიას ოკუპირებული აქვს იაპონია მას შემდეგ, რაც 1945 წელს მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. იაპონელების უმრავლესობა ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს იმას, რომ ამერიკამ ისინი ნებისმიერი საერთაშორისო უსამოვნებისგან უნდა დაიცვას. ხომ უკიდურესი უსამართლობა იქნებოდა იმის ფიქრი, რომ ქვეყანამ, რომელსაც ეკონომიკის მოცულობის მხრივ შარშანდლამდე მსოფლიოში მეორე ადგილი ეკავა, თავად უნდა დაიცვას საკუთარი თავი! იმ უამრავ პაციფისტსაც კი, რომლებიც მოითხოვენ აშშ-ს სამხედრო კონტიგენტის მკვეთრ შემცირებას ან ლიკვიდაციასაც კი კუნძულ ოკინავაზე, მიაჩნიათ, რომ ამერიკამ მომავალშიც უნდა განაგრძოს მათი ქვეყნის დაცვა.

სამხრეთ კორეასთან დაკავშირებული სიტუაცია კიდევ უფრო უარესია. დღეს ამ ქვეყანას ჩრდილოეთ კორეასთან შედარებით ეკონომიკისა და ტექნოლოგიების, ასევე მოსახლეობის მხრივ უზარმაზარი უპირატესობა აქვს. მაგრამ ამერიკის დაცვის ქვეშ მყოფი კორეის რესპუბლიკა ფულს და სურსათსაც კი უგზავნიდა ჩრდილოეთს, რომელმაც შარშან მისი სამხედრო ხომალდი ჩაძირა და მის კუნძულს ცეცხლი გაუხსნა. მაგრამ სამხრეთ კორეელებს იმის გაფიქრებაც კი შოკს გვრიდათ, რომ ქვეყნის დაცვაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აეღოთ.

ასეთმა მენტალიტეტი გავრცელდა ახლო აღმოსავლეთში. ისრაელის სხვადასხვა ოფიციალური წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ შეერთებულმა შტატებმა დაბომბოს ირანის ბირთვული ობიექტები, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი რეგიონის სამხედრო ზესახელმწიფოა, რომლის ბირთვული არსენალიც ორასზე მეტ ერთეულს მოიცავს. მსგავსი მოთხოვნები აქვთ საუდის არაბეთის მეფე აბდალას, ბახრეინის მეფე ხალიფს და აბუ-დაბის პრინც ზაიედს.

საუდელებს და მათ დიქტატორ ძმებს სხვა სამეფო ოჯახებიდან ასევე მიაჩნიათ, რომ უფლება აქვთ ამერიკის დაცვის იმედი ჰქონდეთ შიდა მტრებისგანაც. ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილება უარი ეთქვა მუბარაქის დიდქტატურის მხარდაჭერაზე ერ-რიადთან მასშტაბური განხეთქილების მიზეზი გახდა, რომელიც ფიქრობდა, რომ აშშ მეტს გააკეთებდა ეგვიპტელი ავტოკრატის მხარდაჭერისთვის, რომელსაც საკუთარი არმია გაემიჯნა. ხალიფის მთავრობამ არად ჩააგდო ობამას ადმინისტრაციის სუსტი პროტესტი ბახრეინში შიიტური უმრავლესობის დემოკრატიული დემონსტრაციების ჩახშობის წინააღმდეგ.

მაგრამ გაცილებით დრამატულია ლიბიელ ამბოხებულთა ქმედებები. თავიდან ბევრი აჯანყებული უარყოფდა მოკავშირეთა არმიის ინტერვენციის შესაძლებლობას. ზოგიერთი მათგანი დასავლეთისთვის წინააღმდეგობის გაწევითაც კი იმუქრებოდა, თუკი ის ლიბიის კონფლიქტში ჩაერეოდა. იმ დროს, როდესაც გამარჯვების მოახლოების ილუზია არსებობდა, ოპოზიციურ აქტივისტებს ყველაზე მეტად საკუთარი დამოუკიდებლობა აღელვებდათ. სიტუაცია შეიცვალა, როგორც კი კადაფიმ უკან არ დაიხია. მასინ აჯანყებულებმა დასავლეთის დახმარების მოთხოვნა დაიწყეს – ჯერ ავიაციის, შემდეგ კი ქვეითი ჯარების.

ამაში მოულოდნელი არაფერია: ამ მოვლენებამდე მრავალი წლით ადრე ამერიკელი რევოლუციონერებიც სთხოვდნენ ფრანგებს სამხედრო დახმარებას. მაგრამ ეს ამერიკელი ამბოხებულები აცნობიერებდნენ და აღიარებდნენ იმას, რომ პარიზს მათი არაფერი მართებდა და მათ თხოვნებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე პასუხობდა. საფრანგეთის მეფე მონარქიის წინააღმდეგი არ იყო; ის იყო ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგი. ხოლო ამერიკელებს ამ გარემოებით სარგებლობა სურდათ.

მათგან განსხვავებით, ლიბიელი ამბოხებულები, როგორც ჩანს დარწმუნებულები არია, რომ აშშ და მათი ნატოელი მოკავშირეები ევროპიდან უბრალოდ ვალდებულები არიან დაიცვან ისინი. მათ არანაირი მადლიერების განცდა არ აქვთ იმაზე რაც მიიღეს. ისინი აღშფოთებულები არიან იმით, რომ მოკავშირეები მათთვის მეტს არ აკეთებენ.

აშშ-მ, ბრიტენეთმა და საფრანგეთმა კადაფის ანტისაჰაერო სისტმების და მისი სახმელეთო დანაყოფების დაბომბვების სერია დაიწყეს. მაგრამ წნეხი მალე შემცირდა. რადგან მარტივად ხელმისაწვდომი სამიზნეების რაოდენობამ იკლო, ამერიკამ მისი მონაწილეობის მასშტაბები შეამცირა, ხოლო ჩრილოატლანტიკური ალიანსის რიგებში ოპერაციისადმი წინააღმდეგობა გაძლიერდა. NBC-მ თავის ახალ ამბებში ბენგაზიდან გვამცნო: „ამბოხებულთა ჯარები აცხადებენ, რომ ნატომ მათ იმედები გაუცრუა და მიატოვა“. ერთ-ერთმა ლიბიელმა NBC-ს კორესპონდენტთან დაიჩივლა: „ჩვენ ნატოსგან არაფერი გვინახავს. ისინი სუსტები არიან“. სხვები კი კითხულობენ: „სად არის ნატო?“

აპრილის დასაწყისში ამერიკელი სტუდენტი-კურსდამთავრებული რაიან კალდერი აღმოსავლეთ ლიბიაში გაემზავრა და იქიდან იუწყებოდა: „ოფიციალურად, გარდამავალი ნაციონალური საბჭოს წარმომადგენლები მადლობას უხდიან ნატოს და მის წევრებს მხარდაჭერისთვის. მაგრამ რიგითი ადამიანები ქუჩებში კოალიციის აგრესიულ შეტევებს კადაფის ძალების წინააღმდეგ მარტის დასასრულსა და აპრილის დასაწყისში (საფრანგეთის, ბრიტანეთის და ამერიკის ხელმძღვანელობით) სპორადულ საჰაერო დარტყმებს და ისეთ ინციდენტებს ადარებდნენ, როდესაც შენებს ესვრი, რასაც ხშირად აქვს ადგილი მას შემდეგ, რაც სამხედრო მოქმედებების ხელმძღვანელობა ნატოს ხელში გადავიდა. დღეს ერთმა მძღოლმა თქვა ბენგაზიში: „ჩვენ უბრალოდ აღარ გვჯერა ნატოსი“.

როგორც ჩანს, ასეთი განწყობები ფართოდაა გავრცელებული. 25 წლის მებრძოლმა McClatchy -ის კომპანიის ერთ-ერთი გაზეთის კორესპონდენტს უთხრა: „ნატო გვატყუებს. ნატო ჩვენთან არ არის“. ამბოხებულთა ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა განაცხადა: „პრობლემა ნატოშია“.

თავიდან, როდესაც მოკავშირეები საავიაციო მხარდაჭერას გვიწევდნენ, ოპერაციების ჩატარება უფრო მარტივი იყო. მაგრამ ახლა „სიტუაცია ძალიან ცუდია. ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია“.

კრის მაკგრილმა Guardian-ში დაწერა: „ნატოს უუნარობას გამოიყენოს მისი ავიაცია და აღკვეთოს ამბოხებულთა სამხედრო მარცხი მოჰყვა ის, რომ კადაფის მტრები დასავლეთს ეჭვის თვალით უყურებენ. გაჩნდა შეთქმულების უამრავი თეორია. დასავლეთს სჭირდება გახლეჩილი ლიბია, რომ ნავთობი აკონტროლოს, ამბობენ ერთნი. ნატოს წევრი თურქეთი საავიაციო დარტყმებს ეწინააღმდეგება, რადგან კადაფის უჭერს მხარს, ამბობენ სხვები“.

სინამდვილეში, უნდობლობა იმდენად გაძლიერდა, რომ ამბოხებულთა ზოგიერთმა მხარდამჭერმა იმაშიც კი შეიტანა ეჭვი, რომ ნატომ შეცდომით მიიტანა დარტყმა ტანკების და ჯავშანმანქანების ოპოზიციურ კოლონაზე. მათ გადაწყვიტეს, რომ აჯანყების წინააღმდეგ საიდუმლო შეთქმულება გაჩნდა.

ხოლო როდესაც კიდევ ერთი სატანკო ჯგუფი დაიბომბა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დასავლეთი ყველა ცოდვაში დაადანაშაულეს, გენერალმა აბდულ ფატაჰ იუნისმა თქვა: „თუკი დაბომბვა ნატომ განახორციელა, ეს ცალსახად შეცოდმაა. თუკი ავიადარტყმა კადაფის არმიის ნახელავია, ეს კიდევ უფრო დიდი შეცდომაა“. Washington Times ზოგიერთი ამბოხებულის ციტირებას ახდენს, რომლებიც აცხადებენ, რომ ნატოს ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ მოქმედება, ვიდრე „წესიერ ბრძოლას არ ისწავლიან“.

ქვეყნის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და ამის შესახებ ექიმმა ქალაქ აჯდაბიადან Associated Press-ს განუცხადა: „ჩვენ ვერ ვხედავთ რომ აქ მშვიდობიან მოქალაქეებს იცავენ. ნატოს საავიაციო დარტყმები საკმარისი არ არის, და ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ აქ ყოველ დღე კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას“. ბენგაზიში ამბოხებულთა წარმომადგენელმა განაცხადა: „მერყეობის დრო აღარ არის, საჭიროა გადამწყვეტი ბრძოლა იმის წინააღმდეგ, რაც მისრატში და სხვ ლიბიურ ქალაქებში ხდება“.

ქვეყნის დასავლეთში მდებარე მისრატა, რომელსაც კადაფის ჯარები აკონტროლებენ, ალყაშია მოქცეული. ქალაქში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ამიტომ მასზე ავიადარტყმების მიტანა მოუხერხებელია, მაგრამ ამბოხებულები დასავლეთს მაინც აკრიტიკებენ. ოპოზიციის რიგებიდან ერთ-ერთმა მებრძოლმა Washington Post-ს განუცხადა: „ჩვენ გვსურს, რომ ნატომ შენობები დაბომბოს“. ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე მუჰამადმა, რომელიც მხოლოდ საკუთარი სახელის თქმაზე დათანხმდა, განაცხადა: „ნატომ ჩვენ ღიად გვიღალატა და იმედები გაგვიცრუა“. ალიანსმა უნდა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა დასძინა მან „მაგრამ მისრატაში რიგითი მოქალაქეები იღუპებიან“.

სინამდვილეში, უფრო ამბიციურ ამბოხებულებს საავიაციო მხარდაჭერა არ აინტერესებთ. აპრილის შუა რიცხვებში მისრატას სასამართლო კომიტეტმა ოფიციალურად მიმართა მოკავშირეებს სახმელეთო ინტერვენციის დაწყების თხოვნით. ამ კომიტეტის წევრი ნური აბდალა აბდულატი ამბობს: „ახლა ჩვენ ნატოს ან გაეროს სახმელეთო ჯარები გვჭირდება“.

იგივეს ფიქრობს მუჰამადიც საქალაქო საბჭოდან: „ან ახლა, ან არასდროს. ან ისინი ახლავე ჩაერევიან და შემოყვანენ ქვითი ჯარები პორტის დასაცავად, ან ჩვენ ყველანი ვინანებთ ამას“.

ამ ჩივილებში ამბოხებულთა უმაღლესი მეთაურობის აზროვნების სტილი აისახება. აპრილის დასაწყისში გენერალმა იუნისმა თქვა: „ნატო ძალიან ნელა მოქმედებს და კადაფის ჯარებს შემოტევის საშუალებას აძლევს. ნატო ჩვენი პრობლემა გახდა“. მოგვიანებით მან დაიჩივლა, რომ ნატო „არაფერს აკეთებს“. ალიანსი ნელა „რეაგირებს ჩვენს მითითებებსა და ინსტრუქციებზე“ და არ გვაძლევს „იმას, რაც საჭიროა“.

აბსოლუტურად ბუნებრივია ის, რომ ლიბიელ ამბოხებულებს გამარჯვების მიღება დასავლეთის ხელიდან სურთ. მაგრამ კადაფის დამარცხება მათი ამოცანაა და არა ამერიკის (ან ევროპის).

მსოფლიოში ყველა ისურვებდა ამერიკის შეიარაღებული ძალების დაქირავებას. ეს ნებისმიერ კონფლიქტში გამარჯვებისკენ ყველაზე მოკლე გზაა. თუმცა ვაშინგტონმა ამერიკული არმია მხოლოდ იქ და მაშინ უნდა გამოიყენოს, როდესაც სასწორზე დევს აშშ-ს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები. ეს კი იშვიათად ხდება – და მით უფრო, არა ლიბიაში.

ამერიკული ინტერვენცია სოციალური დახმარების მორიგ ამერიკულ პროგრამად არ უნდა გადაიქცეს.

Doug Bandow
The National Interest
foreignpress.ge
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი