განახლდა:05:30:35 AM GMT

ბანერი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენება

ელ-ფოსტა ბეჭდვა

დასავლეთი შეაშფოთა გაეროს სააგენტოს მოხსენებამ, რომელიც ამტკიცებს, რომ ირანის ბირთვული ამბიციები არ არის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით განპირობებული.

იაპონიაში ბავშვების ჯამრთელობას ამოწმებენ

ელ-ფოსტა ბეჭდვა

იაპონელმა ექიმებმა 360,000 ბავშვის შემოწმების პროცესი დაიწყეს, იმისათვის რომ ატომური ელექტროსადგურის რადიაციით დასხივებულ ბავშვებში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რისკის ფაქტორების შესწავლა მოახდინონ.

თურქეთში გაეროს ღარიბი ქვეყნების კონფერენცია გაიხსნა

ელ-ფოსტა ბეჭდვა

კრიზისული მდგომარეობიდან გლობალური ეკონომიკის თანმიმდევრული გამოსვლის პარალელურად, თურქეთი გაეროს რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც მსოფლიოს სუსტად განვითარებულ ქვეყნებს ეძღვნება. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბოლიდან იუწყება, უღარიბესი ქვეყნების უმრავლესობას საკვებ პროდუქტებსა და ენერგომატარებლებზე მზარდი ფასების გამო ძალიან უჭირს.

ფუკუშიმას ფარული შედეგები

ელ-ფოსტა ბეჭდვა

იაპონიის სტიქიური უბედურების ოთხი უკუფექტი

მომარაგების მსოფლიო სისტემა 

იაპონიის მთავრობის შეფასებით, მხოლოდ 11 მარტის მიწისძვრით გამოწვეული ზიანი 300 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, რის გამოც ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ სტიქიურ უბედურებად იქცა, თუმცა მისი გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე შეიძლება გაცილებით სერიოზული აღმოჩნდეს.

წერილები „ფუკუშიმას“ ატომური ელექტროსადგურიდან

ელ-ფოსტა ბეჭდვა

ელექტრონული მიმოწერა Tokyo Electric Power Company -ის (Tepco) თანამშრომელს, რომელიც „ფუკუშიმას“ ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობს და მის კოლეგას შორის კომპანიის ტოკიოს ოფისიდან, ნათელს ჰფენს იმ წარმოუდგენელ პერსონალურ ზიანს, რომელიც მიადგა იმ ადამიანებს, რომლებიც ბირთვულ რეაქტორებზე წესრიგის აღდგენისთვის იბრძვიან. ის ასევე გვიქმნის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რამდენად დიდია სხვაობა იმ პრობლემებს შორის, რომლებიც ერთის მხრივ ელექტროსადგურის თანამშრომლებს აქვთ და მეორეს მხრივ ცენტრალური ოფისის წარმომადგენლებს.

საქართველოდან ოფიციალური ვიზიტისთვის შესაფერისი დრო არ არის

ელ-ფოსტა ბეჭდვა

ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობებში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ქნესეთის სპიკერმა რივენ რივლინმა თავის ქართველ კოლეგა დავით ბაქრაძეს სთხოვა, რომ მომავალ კვირას ისრაელში დაგეგმილი ვიზიტი გადადოს. რივლინის თხოვნა იმ კერძო პირებისა და ქნესეთის წევრების პროტესტს მოჰყვა, რომლებიც შეურაცხყოფილები არიან იმით, რომ საქართველო დღემდე არ ათავისუფლებს პატიმრობიდან ისრაელელ ბიზნესმენ რონი ფუქსს.

ჩინეთი ეგვიპტის მოვლენების გაშუქებას ერიდება

ელ-ფოსტა ბეჭდვა

ჩინეთის მთავრობა ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინტერნეტში ცენზურას მიმართავს. მაგალითად ჩინური სოციალური მედიის ვებ გვერდებზე სიტყვა „ეგვიპტეს“ შეყვანა დაიბლოკა. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი სტეფანი ჰო პეკინიდან იუწყება, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ცენზურის გამოყენებაში ჩინეთის მთავრობის შეშფოთება აისახება, რომ ეგვიპტეში მიმდინარე ხალხმრავალი ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები ჩინეთში არეულობას გამოიწვევს.

მსოფლიოს დიქტატორები საფრთხეს გრნობენ

ელ-ფოსტა ბეჭდვა

იმ ფონზე, როდესაც ეგვიპტეში, იორდანიაში, ტუნისში, ლიბანში, იემენსა და სუდანში ხმაურიანი რყევებია, ახლო აღმოსავლეთიდან სულ რაღაც 2 500 მილში მდებარე ყაზახეთთან დაკავშირებულ ახალ ამბებს ყველა ნაკლებ ყურადღებას აქცევს. ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გუშინ უარი თქვა ეშმაკურ გეგმაზე საკუთარი მმართველობა კიდევ 10 წლით გაეხანგრძლივებინა. ამ გეგმის განხორციელება „პოლიტიკოსთა მომავალი თაობებისთვის არასწორ ნორმებს დაამკვიდრებს“, – განაცხადა მან.

ალჯაზირა სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს

ელ-ფოსტა ბეჭდვა

ალჯაზირას მიერ გამოქვეყნებული გასაიდუმლოებული ინფორმაციის თანახმად 2008 და 2009 წლებში ისრაელთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს პალესტინელი მოთათბირეები ისრაელთან მიმართებაში უზარმაზარ დათმობებზე იყვნენ მზად. ყველაფერთან ერთად აქ მოიაზრება შეთანხმება, რომლის თანახმად ამჟამად ოკუპირებული აღმოსავლეთ ნაწილის თითქმის მთლიანად ისრაელისადმი გადაცემა.

გვერდი 1 დან 4

ბანერი