სააგენტო "როიტერის" ცნობით, ეს ინფორმაცია იაპონიის მთავრობამ გაავრცელა. შეხვედრა შესაძლოა, 13-14 ნოემბერს გაიმართოს.
"იაპონია-რუსეთს შორის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და სასარგებლო წიაღისეულის საკითხებში. ძალიან მაღელვებს ის ნეგატიური შედეგები, რაც მედვედევის მიერ კურილიის კუნძულებზე ვიზიტს შეიძლება მოყვეს", – განაცხადა იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა.
დიმიტრი მედვედევის იაპონიაში ვიზიტის გამო ტოკიოში რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიამ შესაძლოა, რუსეთიდან ელჩი გაიწვიოს.
საინფორმაციო სააგნეტო"ინტერპრესნიუსი"















