განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> მსოფლიო აზია ებრაული პორტალის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტმა ირანზე სამხედრო ზეწოლის ესკალაციის შესახებ ბრძანება გასცა
ბანერი

ებრაული პორტალის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტმა ირანზე სამხედრო ზეწოლის ესკალაციის შესახებ ბრძანება გასცა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 440 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე სამხედრო ზეწოლის ესკალაციის განხორციელების შესახებ განკარგულება გასცა.

ინტერნეტგამოცემა "ნიუსლენდის" ცნობით, ამის შესახებ ვაშინგტონში, ებრაული პორტალი "დაბკაფაილი" პრეზიდენტის კანცელარიაში სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. წყაროს ინფორმაციით, თავისი აზიური ტურნეს დაწყებამდე, ობამამ გასცა განკარგულება, ამერიკისა და ნატოს ფართომასშტაბიანი ძალების გაშლის შესახებ.

ობამას განცხადების გამო, რომლის თანახმადაც, "ის მზადაა, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის და თეირანმა ეს უნდა დაინახოს და შეიგრძნოს", თეთრ სახლსა და პენტაგონში საგანგებო კონსულტაციები გაიმართა.

"დაბკაფაილის" ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ობამა თეთრი სახლის პირველი ლიდერია, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ რეალურადაა მზად, ამერიკის სამხედრო მანქანა აამუშაოს.

ობამას მხარდამჭერი განცხადება გააკეთა "რესპუბლიკელებიდან" ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სენატრომა. მან აღნიშნა, რომ ამერიკა უნდა დაესხას ირანს და მისი შეიარაღებული ძალები გაანადგუროს.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი