განახლდა:02:24:27 PM GMT

>>> მსოფლიო კავკასია მახაჩყალაში დაღესტნის ეროვნული პოლიტიკის მინისტრის ავტომობილი ააფეთქეს
ბანერი

მახაჩყალაში დაღესტნის ეროვნული პოლიტიკის მინისტრის ავტომობილი ააფეთქეს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 325 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

მახაჩყალაში დაღესტნის ეროვნული პოლიტიკის მინისტრის, ბეკმურზუ ბეკმურზაევის ავტომობილი ააფეთქეს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

რესპუბლიკის შსს-ს ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება მახაჩყალაში, აბუბაკაროვისა და მშვიდობის ქუჩების გადაკვეთაზე 08:55 საათზე მოხდა. "ბეკმურზაევი, დაცვისა და მძღოლის თანხლებით, სამსახურში ავტომობილ "ჰონდათი" მიდიოდა. ავტომობილი 20 მეტრის გავლის შემდეგ აფეთქედა. წინასწარი მონაცემებით, მინისტრი და დაცვის თანამშრომელი დაიჭრნენ, მძღოლი კი დაიღუპა", - განაცხადეს შსს-ში.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიული ჯგუფი მუშაობს. იქვე იმყოფება დაღესტნის შინაგან საქმეთა მინისტრიც.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი