განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> მსოფლიო კავკასია პუტინის პარტიის პოპულარობა დაცემულია
ბანერი

პუტინის პარტიის პოპულარობა დაცემულია

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 485 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

"ედინაია რასია" მხოლოდ 50 პროცენტით ლიდერობს.

რუსეთში 4 დეკემბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლა მიმდინარეობს.

უკანასკნელი მონაცემებით, დათვლილია ხმების 80 პროცენტზე მეტი. დათვლილი ხმების მიხედვით, მმართველმა პარტიამ - "ედინაია რასიამ" ამ დროისთვის ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 50 პროცენტი მიიღო, რაც 2007 წლის მონაცემებთან შედარებით გაურესებული შედეგია.

2007 წელს მმართველ პარტიას ხმა ამომრჩეველთა 67 პროცენტმა მისცა. მეორე ადგილზე, ხმების 20 პროცენტით ჯერჯერობით კომუნისტური პარტია იმყოფება.
ამერიკის ხმა

არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ანალიტიკოსები მმართველი პარტიის პოპულარობის ვარდნას ვარაუდობდნენ. ამომრჩეველთა უკმაყოფილების მთავარი მიზეზები კორუფციის მაღალი დონე და სოციალურ ფენებს შორის უზარმაზარი სხვაობის არსებობაა.

ამერიკის ხმა
ვაშინგტონი
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი