განახლდა:02:24:27 PM GMT

>>> მსოფლიო ევროპა რუსი ოპოზიციონერები დღეს ტრიუმფალურ მოედანზე აქციის გამართვას გეგმავენ
ბანერი

რუსი ოპოზიციონერები დღეს ტრიუმფალურ მოედანზე აქციის გამართვას გეგმავენ

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 274 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

რუსი ოპოზიციონერები დღეს ტრიუმფალურ მოედანზე აქციის გამართვას გეგმავენ.

"ინტერფაქსის" ცნობით, ოპოზიცია მოედანზე (ყოფილი წითელი მოედანი) ახალი მესერის მშენებლობას აპროტესებს. "ჩვენი პოზიცია ერთმნიშნვნელოვანია - ხელისუფლების მიერ დაწესებული აკრძალვები უკანონია. ტრიუმფალურ მოედანზე მშენებლობა შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის პირობებში მიმდინარეობს, რაც მეტყველებს, რომ ეს ქმედება ფორსმაჟორულ ვითარებაში ხორციელდება. ხელისუფლებას ფორმალური მიზეზი სჭირდება, რათა ჩვენ ამ ადგილას აქციების გამართვის უფლება არასდროს მოგვცეს", - აცხადებს "მემარცხენე ფრონტის" წევრი სერგეი უდალცოვი.

მისივე თქმით, ტრიუმფალურ მოედანზე მიმდინარე მშენებლობის დოკუმეტაცია ოპოზიციამ ყველა შესაბამისი უწყებისგან გამოთხოვა, თუმცა პასუხი არავისგან მიუღია.

უდალცოვის თქმით, მესერის მშენებლობა ხელს ვერ შეუშლის აქციის ჩატარებას, რომელიც კონსტიტუციის 31-ე მუხლს ეძღვნება.

"ჩვენ კვლავინდებურად გავაგრძელებთ ჩვენს მშვიდობიან პროტესტს, სამოქალაქო აქციას", - აღნიშნა უდალცოვმა.

ოპოზიციის მცდელობა – აქცია გამართოს ტრიუმფალურ მოედანზე, ტრადიციულად, მილიციასთან შეტაკებით მთვარდება. რუსი სამართალდამცავები ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს მოსკოვის მთავარ მოედანზე მსვლელობის უფლებას კატეგორიულად არ აძლევენ. ამის მიუხედავად, რუსი ოპოზიციონერები ყოველ 31 რიცხვში, კონსტიტუციის 31-ე მუხლის მხარდასაჭერად (ადამიანის უფლებათა თავის ნაწილი რუსეთის კონსტიტუციაში) აქციების გამართვას მაინც ცდილობენ.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი