ბერძნული მედიის ცნობით, დამწვარია საქართველოს საკონსულოს კუთვნილი ორი მანქანა.
გასულ დღე-ღამეში რამდენიმე ავტომანქანა დაწვეს, რომლებსაც დიპლომატიური ნომრები ქონდათ. მათ შორის ორი ავტომობილი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს ეკუთვნოდა, თითო-თითო უკრაინისა და ნიდერლანდების დიპლომატიურ მისიას, ორი კი - საქართველოს საკონსულოს. მანქანები წუხელ ღამით დაწვეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ანარქისტები დროდადრო დიპლომატიური ნომრების მქონე მანქანებს წვავენ.
საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, ირაკლი თავართქილაძის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საინფორმაციო სააგენტო"ინტერპრესნიუსი"















