განახლდა:02:24:27 PM GMT

>>> მსოფლიო გლობალიზაცია მსოფლიო ინვესტორებმა ტაიმ–აუტი აიღეს
ბანერი

მსოფლიო ინვესტორებმა ტაიმ–აუტი აიღეს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 331 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

აგვისტო მსოფლიო ინვესტორებისთვის ყველაზე ცუდი თვე აღმოჩნდა. ეკონომიკური ზრდის საშემოდგომო პროგნოზის გაუარესების ფონზე წამყვანი საფონდო ბირჟები დაეცა. ეს ტენდენცია მხოლოდ ჩინეთს არ შეხებია.

ინვესტორების სიფრთხილე მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს უკავშირდება, რომლებიც ადასტურებს, რომ მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესი შენელდა. ევროკავშირის წამყვანი მთავრობები სახელმწიფო ხარჯებს ამცირებენ, აშშ–ის საგარეო ვალი კი იზრდება. ამასთან, ამერიკისა და ევროპის მთავრობებს უმუშევრობასთან ბრძოლა უჭირთ და მისი დონე 9,5–დან 10%–ს აღწევს.

ბოლო ორი კვირაა მიდის საუბრები მეორადი რეცესიის შესაძლებლობაზე და სანამ ინვესტორები უფრო მყარ მაკროეკონომიკურ ცნობებს არ მიიღებენ, ბაზარზე არასტაბილური სიტუაცია იქნება.

ანალიტიკოსების პროგნოზით, საგანგაშო მაკროეკონომიკური მონაცემების ფონზე ინვესტორები საფონდო ბირჟებიდან კაპიტალის გატანას გააგრძელებენ და ფულს უსაფრთხო აქტივებში – სახელმწიფო ობლიგაციებში, ოქროსა და საიმედო ვალუტებში გადაიტანენ.

BBC
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი